30 July 2026
Фотография
🇷🇺 სმოლენსკი. არჩევნების წინ პუტინის პარტია ადგილობრივ მოსახლეობას ბენზინით სავსე კანისტრებს ჩუქნის.
343 · Фотография
Reuters-ის ცნობით: იტალია განიხილავს შენგენის შეთანხმების შეჩერებას ესპანეთთან, რაც მას საშუალებას მისცემს, კვლავ შემოიღოს სასაზღვრო კონტროლი. ეს ნაბიჯი განიხილება სეუტაში მიგრანტების კრიზისის გამო.
356 · Фотография
371 · ყირიმის ხიდზე ავტომობილების მოძრაობა შეჩერებულია.
315 · Фотография
CIA და მოსადი აძლიერებენ ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ძებნას, რომელიც საჯაროდ არ გამოჩენილა 2026 წლის თებერვალის შემდეგ.
სადაზვერვო უწყებების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ის დარტყმის შედეგად მძიმედ დაშავდა, 150 დღეზე მეტია თავს არიდებს ტელეფონებისა და ლეპტოპების გამოყენებას და იმალება მკაცრად დაცულ მიწისქვეშა თავშესაფარში - შესაძლოა თეირანში ან ყუმის მახლობლად.
323 · Видео
IMG_2580.MP4 · 14.5 MB
IMG_2580.MP4 · 14.5 MB
ესპანეთი ქალაქ სეუტაში სამხედროებს აგზავნის, რათა საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარონ, მას შემდეგ, რაც მიგრანტების მასობრივმა შეჭრამ ადგილობრივი პოლიცია გადატვირთა.
შეიარაღებული ძალები დაეხმარებიან სამოქალაქო გვარდიას (Guardia Civil) წესრიგის აღდგენაში, მას შემდეგ, რაც ათასობით მიგრანტი ჩავიდა რეგიონში და დაიღუპა სულ მცირე ცხრა ადამიანი.
299 · ❗️შეზღუდვები დაწესდა კრასნოდარის, კალუგის, სარატოვისა და პენზის აეროპორტებში დრონების თავდასხმის გამო.
280 · ესპანეთმა მელილიაში მაროკოსთან საზღვარი დახურა მას შემდეგ, რაც ქალაქში მასობრივი შეჭრის მცდელობები დაფიქსირდა.
275 · 31 July 2026
Видео
IMG_9415.MP4 · 5.0 MB
IMG_9415.MP4 · 5.0 MB
🇪🇸 🇲🇦 🎥 კადრები ასახავს, თუ როგორ გადაჰყავთ მაროკოელ მესაზღვრეებს ხალხის მასები სატვირთო ავტომობილებით სეუტასა და მელილიას საზღვართან და საშუალებას აძლევენ მათ, ფეხით გადავიდნენ ტერიტორიაზე.
239 · Видео
IMG_9416.MP4 · 7.5 MB
IMG_9416.MP4 · 7.5 MB
🇪🇸🇲🇦⚡️ — ვითარება სეუტაში მწვავეა:
მაროკოელთა შეჭრა სეუტას ქუჩებში შეტაკებებით გაგრძელდა.
სეუტას ესპანელი მაცხოვრებლები ცდილობენ, საკუთარი ძალებით მოიგერიონ ჩრდილოეთ აფრიკელი მიგრანტები მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა უარი თქვა სეუტას გუბერნატორის მოთხოვნაზე — გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა.
233 · 🇺🇸🇮🇱⚡️ — დონალდ ტრამპის განცხადება ღაზის სექტორში „ჰამასის“ სრული განიარაღების შესახებ:
“დღეს „მშვიდობის საბჭომ“ მიაღწია ისტორიულ შეთანხმებას ღაზაში ჰამასისა და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ. ეს არის ისტორიული ნაბიჯი ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.
ეს შეთანხმება გადამწყვეტი ნაბიჯია იმისკენ, რომ ღაზა საბოლოოდ მართოს პალესტინის ახალმა მთავრობამ, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს მშვიდობის საბჭოსთან პალესტინელი ხალხის დასახმარებლად.
ამავდროულად, ისრაელი მიიღებს კუთვნილ უსაფრთხოებას და ღაზა აღარ იქნება გამოყენებული ტერორისტული თავდასხმების ბაზად.
ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. შეთანხმება განხორციელდება საგულდაგულოდ სტრუქტურირებული ეტაპებით:
განიარაღების დასრულებისთანავე, ისრაელის ძალები დატოვებენ ტერიტორიას, ხოლო სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები ითანამშრომლებენ პალესტინის ახალ პოლიციასთან, რათა აიღონ პასუხისმგებლობა ღაზის უსაფრთხოებაზე მისი მაცხოვრებლებისა და მეზობლებისთვის.
ერთი წლის წინ იქ მძვინვარებდა სასტიკი ომი, ჰუმანიტარული კრიზისი და მძევლები იმყოფებოდნენ მძიმე ტყვეობაში. ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ პროგრესს, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა.
მინდა მადლობა გადავუხადო შუამავლებს — ეგვიპტეს, ყატარსა და თურქეთს — მათი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, და განსაკუთრებით ჩემს შესანიშნავ გუნდს, რომლის დაუღალავმა შრომამაც შესაძლებელი გახადა ეს ისტორიული გარღვევა.
საფრთხე, რომელიც ღაზიდან 7 ოქტომბერს წარმოიშვა, აღარასდროს განმეორდება! ამ შეთანხმებით, ღაზა საბოლოოდ იქნება პალესტინის ახალი მთავრობის ხელში, რომელიც ემსახურება თავის ხალხს.
გილოცავთ ყველას ამ საოცარ მიღწევას, რომელზეც ყველა ამბობდა, რომ შეუსრულებელი იყო!”
პრეზიდენტი დონალდ ჯ. ტრამპი
233 · Фотография
236 · Фотография
🇹🇷🇮🇷⚡️ — თურქეთმა ირანის საზღვარზე უსაფრთხოების ბარიერის ახალი, 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა:
თურქეთმა ვანის პროვინციის ბაშქალეს რაიონში, ირანის საზღვართან, უსაფრთხოების ბარიერის ახალი, 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა.
პროექტში გამოყენებულია ფოლადის მოდულური კედლის სისტემა, რომელიც სპეციალურად რთული მთიანი რელიეფისთვისაა შექმნილი.
კონსტრუქცია შედგება 1-მეტრიან ბეტონის საძირკველზე დამონტაჟებული 5-მეტრიანი ფოლადის პროფილებისგან, რომელთა ზემოთაც 90 სანტიმეტრიანი ეკლიანი მავთულია განთავსებული.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ჩალდირანის, ოზალპის, სარაისა და ბაშქალეს გავლით დაგეგმილი 305-კილომეტრიანი ბარიერიდან უკვე დასრულებულია 235 კილომეტრი, ხოლო დარჩენილ 70 კილომეტრზე მშენებლობა გრძელდება არალეგალური მიგრაციის, კონტრაბანდისა და ბოევიკების შეღწევის აღსაკვეთად.
253 · Фотография
🇮🇶🇸🇦 ერაყში, ვასიტის პროვინციის მაცხოვრებლებმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის ფოტოები ნაგვის ურნებზე განათავსეს წარწერით: „საუდის არაბეთის ებრაული სამეფო“.
273 · Фотография
Фотография
Фотография
🇪🇸🇲🇦⚡️ — პედრო სანჩესი: „ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს სეუტაში შექმნილ ვითარებაზე:“
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, მთავრობა სრულ მზადყოფნაშია სეუტაში არსებულ კრიზისზე საპასუხოდ.
„ჩვენ ახლა ვახდენთ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებას, ვთანამშრომლობთ მაროკოელ და საერთაშორისო უწყებებთან და ვამზადებთ აუცილებელ ზომებს, რათა რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ ნორმალური ვითარება. ახლახან ვაცნობე პრეზიდენტ ხუან ვივასსაც.
ახლა არის გადაწყვეტილებების მიღების დრო — პასუხისმგებლობითა და თანამშრომლობით.“
278 · Фотография
🇮🇹🇪🇸⚡️ — იტალიის პრრმიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი: „არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში არც ერთ მილიმეტრს არ დავთმობთ — შესაძლოა ესპანეთთან შენგენის ზონა დავხუროთ:“
„კადრები, რომლებიც სეუტადან ვრცელდება, შემაშფოთებელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია კონკრეტულ საფრთხეს უქმნის ევროპის საზღვრების უსაფრთხოებას.
კონსულტაციები გავაიარე შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო პიანტედოზისთან. იტალია გვერდიდან არ უყურებს ამას. ჩვენ ვიწვევთ პასუხისმგებელ ორგანოებს და ამ შეხვედრების შედეგების მიხედვით, მზად ვართ ჩავერიოთ საგანგებო ზომებითაც კი — მათ შორის ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებით — საზღვრებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად.
არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით არც ერთ მილიმეტრს არ დავთმობთ: საზღვრების დაცვა, ადამიანებით მოვაჭრეების შეჩერება და ეფექტური რეპატრიაციის უზრუნველყოფა ამ მთავრობის კურსად დარჩება.“
284 · id 2432535180🇺🇸🇮🇱⚡️ — დონალდ ტრამპის განცხადება ღაზის სექტორში „ჰამასის“ სრული განიარაღების შესახებ:
“დღეს „მშვიდობის საბჭომ“ მიაღწია ისტორიულ შეთანხმებას ღაზაში ჰამასისა და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ. ეს არის ისტორიული ნაბიჯი ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრ
სრულ ჭკუაზეა?
id 2432535180ესპანეთი ქალაქ სეუტაში სამხედროებს აგზავნის, რათა საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარონ, მას შემდეგ, რაც მიგრანტების მასობრივმა შეჭრამ ადგილობრივი პოლიცია გადატვირთა.
შეიარაღებული ძალები დაეხმარებიან სამოქალაქო გვარდიას (Guardia Civil) წესრიგის აღდგენაში, მას შემდეგ, რა
საკუთარ უტვინობას დააბრალოს სანჩო პანსამ!!🤦♀️🤦♀️🤦♀️
Видео
IMG_2582.MP4 · 4.2 MB
IMG_2582.MP4 · 4.2 MB
უკრაინამ ღამის განმავლობაში რუსეთის ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი დარტყმების სერია განახორციელა.
ვოლგოგრადში Wildberries-ის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.
ასევე დარტყმის ქვეშ მოექცა Lukoil-Volgogradneftepererabotka-ის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
თათრეთის რესპუბლიკაში დრონებმა ზელენოდოლსკში, ყაზანის მახლობლად, Wildberries-ისა და Ozon-ის ჰაბებს დაარტყეს, ხოლო ნიჟნეკამსკში სამიზნე გახდა TAIF-NK-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, 30-ზე მეტი აფეთქების ხმა ისმოდა.
უფრო სამხრეთით, დრონებმა დაღესტანში, კასპიისკის საზღვაო პორტის მიმდებარე ტერიტორიას დაარტყეს, სადაც რუსეთის კასპიის ფლოტილიაა განლაგებული.
105 ·