Web appOpen in Telegram
Სსაქართველო - VOL 2.0

საქართველო - VOL 2.0

@GeoVol20 · channel · News · indexed since 2026-05-20
8 809subscribers−191 in a week
995average post reach
11.3%ER — reach to subscribers
464posts in 30 days
საქართველო - VOL 2.0
2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები. - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში
1 · 852 ·
Video
1.8 MB · click to show
‼️იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია გიორგი დავითაძის საქმეზე
808 ·
Link
click to show
მთლად ტყუილი პანიკა არაა რუსეთის შავ ჭირზე ვრცლად
1 · 784 ·
კავკასიის უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადება! კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართული პირველკურსელთა წვეულების შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას. გვინდა, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის ან სხვა სახის მასობრივი ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ღონისძიების მიმდინარეობისას რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა, რის გამოც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩნდათ. სტუდენტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კავკასიის უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის მათ ყველა შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით გაკეთდება შსს-ს ოფიციალური განცხადებაც. მოვუწოდებთ მედიას და საზოგადოებას, არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია და ვარაუდები დადასტურებულ ფაქტებად, რადგან მსგავსი ცნობები უსაფუძვლოდ აზიანებს როგორც სტუდენტების, ისე უნივერსიტეტის რეპუტაციას. - წერია განცხადებაში შსს-ში კი ამბობენ რომ აღნიშნულზე გამოძიება ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მძიმე ან ნაკლებ მძიმე დაზიანების მუხლით მიდის. 5 სტუდენტი საავადმყოფოში მოხვდა - სავარაუდოდ, "სტუმრის მიერ სასმელში გაურკვეველი ნივთიერების ჩაყრის შემდეგ"
1 · 763 ·
Photo
click to show
💦რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში GWP ბოლო გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც წყლის მიწოდება დროებით შეწყდება
794 ·
‼️4 ოქტომბრის საქმის 10-კაციანი ჯგუფის სააპელაციო სტადიაზე განხილვის ფარგლებში ცნობილი გახდა რომ საორგანიზაციო კომიტეტის 2 წევრს, პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს და ყოფილ გენპროკურორ მურთაზ ზოდელავას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. მათ გარდა გარიგებაზე მიდის გური ჟვანია - ამ 3 ადამიანის საქმე ცალკე წარმოებად მიდის. ადვოკატ ბორის (ჩელე) ყურუას თქმით, გარიგების თხოვნით პროკურატურას ირაკლი ჩხვირკიაც მიმართავს.
1 · 775 ·
ვასრულებ სინდისის პატიმარ, გენადი კუპრეიშვილის თხოვნას სასამართლო სიტყვიდან: გენადი კუპრეიშვილის თქმით, შესახლებულია 8 კაციან საკანში. 1 წლის განმავლობაში უამრავ პატიმართან ჰქონია შეხება ციხეები უბრალოდ გადავსებულია არა "დამნაშავეებით" - ყოველი მეორე არის უბრალოდ კანაფის მოწევის, ან სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების გამო. ამ ხალხს ბარიგობის მუხლი აქვთ "შეტენილი" უკანონო პატიმრებს შორის არიან ქოცების ყოფილი მხარდამჭერები გენადი კუპრეიშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს, მაგრამ ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო საყოველთაო ამნისტია ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს ქართველებსო გენადი კუპრეიშვილს გაუმარჯოს. თავისუფლება 🙏❤️ ©Makharadze Roma
762 ·
‼️ამ ამბიდან 2 თვის შემდეგ, მერიამ სმართ სოლუშენსი ისევ იმავე მიზეზით უკვე მეექვსედ დააჯარიმა
2 · 749 ·
🚨🚨🚨 საბა სხვიტარიძის პოსტი: ❗️მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. ❗️პატიმარმა ვენები გადაიჭრა ❗️გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არიან. ნაწილი დეესკალაციის ოთახში არიან გადაყვანილები. 📌 პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო - ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას! 📌ასევე სახახლო დამცველის შესვლას ყველა მოშიმშილე პატიმართან! ჩვენი სურვილია საჯარო გახდეს ეს ამბავი და გვერდში დაგვიდგეს ხალხი. - ეს ის საპატიმროა, რომელშიც სასჯელს გიორგი დავითაძეც იხდის. ადვოკატის თქმით, დავითაძემ მასზე მოძალადე ერთ-ერთი ბადრაგი დაასახელა - გიორგი კვარაცხელია (კაცი ხელთათმანით) და ითხოვს მის თავზე არსებული კუთხის კამერის ჩანაწერის გასაჯაროებას.
1 · 802 ·
Video
781 KB · click to show
"დედა, აგი ნაციონალი ყოფილა" "იმედი" გიორგი დავითაძის მამის წარსულზე 🤷‍♂️🤷‍♂️
766 ·
Reply🚨🚨🚨 საბა სხვიტარიძის პოსტი: ❗️მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. ❗️პატიმარმა ვენები გადაიჭრა ❗️გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს - მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ ვიცით სად არ
კატეგორიულად უარვყოფთ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, არანაირი ვენების გადაჭრა, შიმშილობა და ა.შ. დაწესებულებაში არის სრული სიმშვიდე. სრული სიცრუეა მის პოსტში მოყვანილი ფაქტები და დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა — ამ განცხადებით, პენიტენციური სამსახური საბა სხვიტარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
779 ·
Ს
Photo
click to show
არ ამოვყირავდე 😂 ცნობისთვის - საფრანგეთში სერიოზული ამბოხია: სკოლები გადაწვეს მიგრანტებმა, გაიფიცნენ მეხანძრეები. მარა ლუბლიანაზე მაინც მოახერხეს სასწაული :დ
1 · 715 ·
საქართველო - VOL 2.0
სახალხო დამცველის ინტერვიუს ნაწყვეტი ტვ პირველზე - ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე: თითით შეღწევა იგრძნო ორგანიზმში, ეს დათვალიერების პროცედურის ნაწილია? - ომბუდსმენი ლევან იოსელიანი: ეს დებულებაში როგორ არის გაწერილი, იქ უნდა ვნახოთ ალბათ. რამდენად არის საშუალება, რომ ასე სიღრმისეულად დაათვალიერონ. თუმცა ის, რომ უნდა დათვალიერდეს, მათ შორის დეტეკტორით და მათ შორის სკანერით, ეს დებულებაში გაწერილია.
482 ·
Photo
click to show
ბიოტუალეტი 9 აპრილის მემორიალთან. 📸ლევან ზაზაძე
479 ·
Replyმთლად ტყუილი პანიკა არაა რუსეთის შავ ჭირზე ვრცლად
🚨 აშშ რუსეთისგან მეტ ინფორმაციას ითხოვს ციმბირში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შესახებ. ამერიკის ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების გარემოებები და ამის შემდეგ შემოღებული საკარანტინო ზომები. მონიტორინგში ჩართულები არიან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები, სახელმწიფო დეპარტამენტი და სხვა უწყებები. ამ ეტაპზე ჩინოვნიკები ხაზგასმით აღნიშნავენ: მონაცემები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შეფასდეს აშშ-სთვის პოტენციური საფრთხე. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რუსეთმა ვაშინგტონს გარკვეული ინფორმაცია გადასცა: საუბარია ლაბორატორიის თანამშრომელზე და შიშზე, რომ ინფიცირება შესაძლოა სხვა ადამიანებზეც გავრცელებულიყო. ამასთანავე, მან საზოგადოებას მოუწოდა, არ აჰყვნენ პანიკას: „ეს არ არის განგაშის საფუძველი, მაგრამ არის მიზეზი იმისა, რომ სიტუაციას ყურადღებით მივადევნოთ თვალი“. ამავდროულად, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მოუწოდა, რომ ამ ცნობებს მაქსიმალური სერიოზულობით მოეკიდონ. მისი თქმით, COVID-მა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ავტორიტარული ხელისუფლების მცდელობამ, დამალოს ინფორმაცია, ლოკალური აფეთქება გლობალურ პანდემიად აქციოს. WP-ის მონაცემებით, ამერიკელი ჩინოვნიკები მოსკოვის მხრიდან გამჭვირვალობის ნაკლებობაზე ჩივიან და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ სრული მონაცემები. რუსეთი ოფიციალურად ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი თანამშრომელი „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა, ხოლო მისი დაავადების კავშირი სამუშაო პათოგენებთან ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
483 ·
Reply🚨 აშშ რუსეთისგან მეტ ინფორმაციას ითხოვს ციმბირში შავი ჭირის შესაძლო აფეთქების შესახებ. ამერიკის ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების გარემოებები და ამის შემდეგ შემოღებული საკარანტინო ზომები. მონიტორინგში ჩართულები არიან დაავადებათა
🚨ამ ეტაპზე რუსეთში 200 კონტაქტია გამოკვლეული - მათ შორის ჭირთან ბრძოლის ინსტიტუტის 60 თანამშრომელი - თუმცა, უწყებები ან კოვიდზე, ან სხვა რესპირატორულ დაავადებაზე მიუთითებენ. (ისპანკა პირველი მსოფლიო ომის მერე, ზღვით ჩაიტანეს აშშ-ში და ასე იყო პანდემია. ახლა უკრაინაში იმდენს მიერეკებიან, პლუს ლარსზეც რამდენი ჩამოვა. სადაც ჩინეთმა კოვიდის არსებობა დამალა, რუსეთს რატო გაუჭირდება შავი ჭირის აფეთქების დამალვა - 5 დღე მალავდნენ ჩერნობილის შემთხვევის მასშტაბებს. მდაა, ამ დეკადაში პოტენციურად მეორე პანდემია, რავი, რავი...)
401 ·
Video
ვალერი_გელაშვილი_მამუკა_მდინარაძეს_პრაქტიკულად_რეკეტში_ამხელ · 26.9 MB · click to show
‼️ვალერი გელაშვილი მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ
393 ·
კარგია, მოინახულებს ბიძაშვილებს - წერს პარტია "ლეიბორისტების" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში. ‼️შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა, რომელიც ტანზანიის ქალაქ არუშაში გაიმართება. ის ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატიცაა
347 ·
Video
IMG_2045.MOV · 1.8 MB · click to show
‼️ თბილისში რაღაცა იწვის
283 ·
‼️გიორგი დავითაძის საქმე - პატიმრის ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები 12 საათზე, პენიტენციურ სამსახურთან (სანდრო ეულის 3-ში) აქციას გამართავენ.
212 ·
Ს
Photo
click to show
#რეკლამა 🚛დემა ლოჯისტიკა გთავაზობთ არაგაბარიტული და მძიმე ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებას. სამშენებლო და სპეციალური ტექნიკა; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; საწარმოო დანადგარები და მოწყობილობები; სხვა დიდი ზომისა და არასტანდარტული ტვირთები. ტრანსპორტირება ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან საქართველოში. ოპტიმალური მარშრუტი და ტრანსპორტირების პროცესი ხორციელდება ტვირთის ზომისა და სპეციფიკის შესაბამისად. დემა ლოჯისტიკა - თქვენი ტვირთის საიმედო გზა. კონტაქტი: [email protected] შესაძლებელია FB-ზე დაკავშირებაც, ასევე ნომერზე: 599 16 41 57
1 · 233 ·

An open public feed from the search index ChatCrawler — “Google for public Telegram”; refreshed as the venue is crawled. Times are UTC.

Public content only, official Telegram API. About · FAQ · What we do not do · Remove a page · Catalog · Search · How we count